LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინური პრემიერის შემდეგ „ფორსაჟი 8“ პარიზში აჩვენეს

203

ბერლინური პრემიერის შემდეგ, „ფორსაჟი 8“-ს პრემიერა პარიზში შედგა. წითელ ხალიჩაზე შარლიზ ტერონი, ვინ დიზელი და რეჟისორი გერი გრეი გამოჩნდნენ.

როგორც ყოველთვის, შარლიზი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. ბერლინური პრემიერისგან განსხვავებით, სადაც მას თეთრი ფერის ზედა და ქვედა ბოლო ეცვა, ამჯერად უპირატესობა მან ელეგანტურ შავ შარვალსა და პიჯაკზე გააკეთა, რომელიც ვერცხლისფერი სამკაულით გააფორმა.

პრემიერამდე ერთი დღით ადრე, ლამაზმანი საფრანგეთის დედაქალაქში ლურჯ კაბასა და შავ მაღალქუსლიან ფეხსაცმელში დააფიქსირეს. 41 წლის ვარსკვლავმა სასტუმროდან გამოსვლის დროს შეკრებილ თაყვანისმცემლებს ავტოგრაფები დაურიგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები