LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინში ერთი არასწორად დაპარკინგებული ავტომობილიც კი ვერ იპოვეს

123
1578574983-733233-43

გერმანიის სატრანსპორტო კომპანიამ 6 ახალი ევაკუატორი შეიძინა. თუმცა, სულ ტყუილად. კონტროლიორებმა მთელი ქალაქი მოიარეს და ერთი არასწორად დაპარკინგებული ავტომობილიც კი ვერ აღმოაჩინეს.

აქამდე არასწორად გაჩერებული მანქანის შემჩნევის დროს პოლიციას იძახებდნენ და საქმეს სწორედ ის აგვარებდა. სატრასპორტო კომპანიამ სამართალდამცავთა კომპეტენცია გადმოიბარა, მაგრამ საქმე აღარ აქვს.

6 ევაკუატორი მთელი ღამის განმავლობაში დადიოდა და კანონდამრღვევ მძღოლს ეძებდა, თუმცა როგორც ჩანს გერმანელებს „პარკინგის დისციპლინა“ ძალიან აუმაღლდათ და კანონის დარღვევით გაჩერებული ავტომობილი ერთ ქუჩაზეც კი ვერ იპოვეს.

აღსანიშნავია, რომ თუკი ევაკუატორი ავტომობილს საჯარიმო სადგომზე გადაიყვანს, გერმანიაში მისი დაბრუნების ღირებულება 208 ევრო და 33 ცენტია.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები