გერმანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერმანიის დედაქალაქის დასავლეთით, ავტომანქანა პოპულარულ სავაჭრო ბულვარში მყოფ ხალხს დაეჯახა.
გარდაცვლილია 1, ხოლო დაშავებულია 30 ადამიანი.
ბერლინის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაკავებულია ეჭვმიტანილი მძღოლი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, განზრახ შევარდა თუ არა მძღოლი ხალხში.