LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინი რკინიგზაზე ხელოვნურ ინტელექტს დანერგავს

41
berlinstation

ბერლინში რკინიგზის ახალი სისტემა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იმუშავებს. ციფრული რკინიგზის განვითარება ახალი პროექტის Siemensstadt–ის ფარგლებში მოხდება.

ხელოვნური ინტელექტი გზაზე არსებული წინაღობების აღმოჩენას შეუწყობს ხელს, გარდა ამისა მისი დახმარებით ინფრასტრუქტურის განახლება და მისი უფრო გათანამედროვებაც იგეგმება.

უახლოეს მომავალში ბერლინში, შპანდაუს რაიონში 4,5 კილომეტრიანი ციფრული რკინიგზის აგებაც დაიწყება. ინოვაციური ლიანდაგები ავტონომიური მატარებლის დასატესტად იქნება განკუთვნილი.

2030 წლისთვის 70 ჰექტარზე მეტ მანძილზე ბევრი ახალი ტექნოლოგიის ინტეგრირება იგეგმება.

საინტერესოა, რომ ევროპის სტატისტიკური სააგენტოს „ევროსტატის“ ინფორმაციით, ბერლინი კრინიგზის სისტემის უზრუნველყოფას სხვა ევროპულ ქალაქებზე უკეთ ახერხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები