LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინი კიევში ტანკების გაგზავნისგან თავს იკავებს – ეს ნაბიჯი ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება იქნება: ოლაფ შოლცი

40
ოლაფ შოლცი

New York Times-თან ინტერვიუში გერმანიის კანცლერი რუსეთ-უკრაინის ომზე და უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი განმარტებით, ბერლინი კიევში ტანკების გაგზავნისგან თავს იკავებს, რადგან ეს ნაბიჯი ომის მასშტაბების გაფართოების პროვოცირება იქნება.

როგორც გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებული დამოკიდებულება შეიცვალა და ბერლინი კიევის დასახმარებლად საკმაოდ ბევრს აკეთებს.

“ეს ძალიან სახიფათო ომია, სადაც ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ, თუმცა, ჩვენ ამას ვაკეთებთ ისე, რომ კონფლიქტი არ გადაიზარდოს NATO-სა და რუსეთს შორის ომში, რადგან ეს უკანასკნელი სრული კატასტროფა იქნება. ჩვენ დამოკიდებულება შევცვალეთ და მას შემდეგ, უკრაინას დიდი რაოდენობით ეფექტური იარაღი მივაწოდეთ. გერმანია უკრაინის დასახმარებლად ნამდვილად ბევრს აკეთებს.ხელმძღვანელობა არ გულისხმობს იმის შესრულებას, რასაც ხალხი შენგან ითხოვს. ამის ნაცვლად, გიწევს სწორი გადაწყვეტილების მიღება და მისი დაცვა. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ. ჩვენ მოკავშირეებთან კოორდინაციით ვიღებთ გადაწყვეტილებებს და არასდროს ინდივიდუალურად – ეს არის უალტერნატივო გზა ამ სახიფათო ომში, აბსოლუტურად გონივრულია, რომ არ ენდო მხოლოდ საკუთარ თავს“, – განაცხადა შოლცმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები