თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტომანქანა მოზარდს დაეჯახა. თვითმხილთა თქმით, ავარიის შედეგად მოზარდმა გონება დაკარგა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უწყების ცნობით, ავტომობილის მძღოლს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.