LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული და ლიკვიდირებული პირები რუსეთის მოქალაქეები არიან – სუს-ი

67

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული და დაკავებულის ვინაობა დადგენილია.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა,  იგი რუსეთის მოქალაქე შუიაფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება.

”ასევე ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა. ესენი არიან რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადასხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010- 2012 წლებში იმყოფებოდა და ასტანგებ სოლტახმადოვი”,- განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

მისი თქმით, ამერიკელ კოლეგებთან ჩატარებული ერთობლივი მოქმედებებით სამალავიდან ამოღებულია ავტომატის მჭიდები, ტყვიები, ზურგჩანთები, რუკები, რაციები და სხვა მტკიცებულებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები