LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერძნები ვირებს მსუქანი ტურისტებისგან დაიცავენ

54

პოპულარული კუნძულის სანტორინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ზედმეტი წონის მქონე დამსვენებლებს ვირებზე დაჯდომა აუკრძალოს. უფრო ზუსტად კი ვირებს 100 კგ–ზე მეტი წონის ტვირთვის აწევა აღარ მოუწევთ, რაც ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების დამსახურებაა. საქმე ისაა, რომ ცხოველებს საკმაოდ ცუდ პირობებში უწევდათ ყოფნა, მათ მთელი დღე ამუშავებდნენ, დიდი ტვირთის გადაზიდვის გამო ვირებს სერიოზული ტრამვებიც უვითარდებოდათ. ამიერიდან კი ამ საკითხს პოლიცია გააკონტროლებს და ტურისტთა ნაწილს საყვარელ გასართობზე უარის თქმა მოუწევს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები