LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერაია: „ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განლაგების დაანონსება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის და საერთაშორისო სამართლის მორიგი უხეში დარღვევაა“

132
ing (2)

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მორიგი უხეში დარღვევაა.

ოდიშარია: „გავეშებულია რუსეთი, ფრთხილად უნდა ვიყოთ – კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პირს მომუწავს“

როგორც ირაკლი ბერაიამ თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლება სამშვიდობო პოლიტიკის ერთგულია.

„მინდა, გამოვეხმაურო ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული, უკანონო სამხედრო ინფრასტრუქტურის კიდევ ერთი ობიექტის, ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის განლაგების დაანონსებას, რაც წარმოადგენს როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მორიგ, უხეშ დარღვევას, ასევე საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას, რაც აუარესებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და კიდევ უფრო მყიფეს ხდის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული ვართ. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სამშვიდობო პოლიტიკას ვაგრძელებთ. მთელი მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და საქართველო სწორედ ამ საზღვრებში იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ცნობისათვის, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო – საზღვაო ფლოტის ბაზა განთავსდება.

ამავე თემაზე:

„ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნა დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალინდელი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისთვის“ – სალომე ზურაბიშვილი

„აღნიშნული გადაწყვეტილება უკიდურესად შემაშფოთებელია და მძიმეა“ – კახა კალაძე ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის განთავსებაზე

ოპოზიციონერი დეპუტატები ოჩამჩირეში რუსული ბაზის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას ითხოვენ

ხოშტარია: „ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზა რუსეთის მხრიდან, პრაქტიკულად, საქართველოს ტერიტორიის ომში შეთრევის პირდაპირი გეგმაა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები