LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემზე კინოს იღებენ: ფეხბურთიც იქნება და სკანდალიც

52
Capture

სტრიმინგ სერვისი Netflix დოკუმენტურ ფილმს გადაიღებს „მანჩესტერისა“ და „რეალის“ ყოფილი ვარსკვლავის დევიდ ბექჰემის შესახებ. ამის თაობაზე Hollywood Reporter იუწყება.

კინოსურათში მაყურებელს ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტნის აღმასვლის ისტორიას აჩვენებენ, მის მთავარ გამარჯვებებს, ასევე ხმაურიან სკანდალებს, რომელიც ფეხბურთელის ოჯახს თან სდევდა.

ფილმის რეჟისორია ამერიკელი ფიშერ სტივენსი. 2010 წელს ის ფილმ „ბუხტას“ პროდიუსერი გახლდათ, რომელმაც „ოსკარი“ მოიგო ნომინაციაში „საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები