„პარიზის მოდის კვირეულზე“, ბექჰემების ერთადერთი ქალიშვილის, 12 წლის ჰარპერის გამოჩენა სენსაციად იქცა. გოგონა საოცრადაა დამშვენებული, ამ დღეს მას ულამაზესი, ღია კრემისფერი კაბა ამშვენებდა.
სულ ცოტა ხნის წინ ვიქტორიამ „ინსტაგრამზე“ ქალიშვილის ფოტო გაავრცელა.
49 წლის დიზაინერმა განაცხადა, რომ ეს კაბა სპეციალურად ქალიშვილისთვის შექმნა და უახლესი მოდელის ღირებულებაც გაამხილა, კაბის ფასი 790 ფუნტია.