LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბექას მერე ცრემლი არ შეშრობია, თითოეული დღე სიკეთის კეთებაში გალია“ – ირაკლი ხახუბიას მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან

250
Untitled design (5)

ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს, ირაკლი ხახუბიას, რომელიც 27 ოქტომბერს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა, მეგობრები ემოციურად ემშვიდობებიან.

ტრაგედია, რომელიც 2017 წელს ირაკლი ხახუბიას ოჯახში მოხდა – ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა

როგორც მისი ერთ-ერთი მეგობარი შორენა მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს, შვილის გარდაცვალების შემდეგ ირაკლი ხახუბიას თვალზე ცრემლი არ შეშრობია და ყოველი დღე სიკეთის კეთებაში გაატარა:

„ბექას მერე ცრემლი არ შეშრობია, თითოეული დღე სიკეთის კეთებაში გალია, სხვების ტკივილი და გასაჭირი ზიდა, ასე დასრულა ირაკლი ხახუბიას 5 წლიანი ამქვეყნიური გოლგოთა!!!

მშვიდობით ჩემო უკეთილშობილესი მეგობარო!!!“ – წერს შორენა მირცხულავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„თვითმკვლელობამდე მიყვანა“ – ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე გამოძება დაიწყო

ირაკლი ხახუბიას 2017 წელს ტრაგიკულად დაეღუპა 21 წლის შვილი – ბექა ხახუბია ავტოავარიას ემსხვერპლა.

გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მანქანას გორის გვირაბთან პოლიციელებმა გზა ტრაილერით ჩაუხერგეს, რის შედეგადაც მძღოლი ტრაილერს შეასკდა და გარდაიცვალა.

ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარედგინა. სასამართლომ 2019 წელს ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი – 1,6 წლით და 2,6 წლით პატიმრობა შეუფარდა.

“ბექა რომ მოგიკლეს, მაშინ მოგკლეს შენც ჩემო გულგაგლეჯილო მეგობარო” – ირაკლი ხახუბიას მეგობარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები