LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა წიქარიშვილის სასამართლო პროცესი 30 აგვისტოს განახლდება

25

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრის, ბექა წიქარიშვილის, სასამართლო პროცესი 30 აგვისტოს განახლდება.

დღეს დაცვის მხარემ და ბრალდებულმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, გურამ იმნაძემ, სხდომაზე განაცხადა, მისი დაცვის ქვეს მყოფი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ ის ელოდება, რომ ბექა წიქარიშვილის მიმართ სასამართლო სასჯელის ზომას არ გამოიყენებს.

იმავეს აცხადებს თავად ბრალდებული. ბექა წიქარიშვილის თქმით, კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ შეუძლებელია, სასამართლომ ის უდანაშაულოდ ცნოს, თუმცა შესაძლებელია, დამნაშავედ ცნობის მიუხედავად, სასჯელის არანაირი სახე მის მიმართ არ გამოიყენოს.

სასამართლო განაჩენს 30 აგვისტოს, 17 საათზე გამოაცხადებს მას შემდეგ, რაც ბექა წიქარიშვილი კიდევ ერთხელ საბოლოო სიტყვას იტყვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები