„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრის, ბექა წიქარიშვიილს თქმით, ის 1 თვით დედასთან, საბერძნეთში გაეგმზავრება. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა.
„18 წლიანი წყვეტის შემდეგ, ვუბრუნდები ეგეოსის ზღვის სამშობლოს, ადგილებს, სადაც ბავშვობის საუკეთესო წლები გავატარე. ვღელავ, დღემდე ჩემი სიზმრების ნაწილია ეს ქვეყანა და არ ვიცი, როგორ დამხვდება. მიმაქვს დიდი ბრაზი სისტემის მიმართ და ყველა საფუძვლიანი კრიტიკა ჩემ მიმართ,“ – წერს წიქარიშვილი.
თბილისში 12-13 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ახალგაზრდებმა ჩათვალეს, რომ სამართალდამცველებმა სპეცოპერაციისას ძალას გადაამეტეს და ამიტომ, აქციები იმ ღამესვე გამართეს.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს შს მინისტრმა მიმართა, მათ ბოდიში მოუხადა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.