„კანიბალიზმის საქმეში“ ბრალდებულ ბექა შენგელიას უვადო, ირმა ყოჩიაშვილს კი 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ადვოკატი განაჩენს „საოცარს“ უწოდებს.
“განაჩენის შესახებ ყველაზე საოცრება ის არის, რომ მესამე ნაწილში, რომელიც უვადო პატიმრობას ითვალისწინებდა, გამართლდა ბექა შენგელია. დარჩა მეორე ნაწილი და მაინც მიესაჯა უვადო პატიმრობა”,- განაცხადა ლალი ბიწოშვილმა.
დაცვის მხარე განაჩენის გასაჩივრებას სტრასბურგში აპირებს.
პროკურორის ინა გუგუშვილის თქმით კი შენგელია დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ დანაშაულში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მსხვერპლის სხეულის სხვა მიზნით გამოყენების ნაწილში სასამართლომ იგი გაამართლა.
რაც შეეხება ირმა ყოჩიაშვილს, პროკურორის განცხადებით, მას ამავე, 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა