ბექა შენგელიამ სასტიკი მკვლელობის ჩადენა აღიარა, თუმცა მისი დედა ფიქრობს, რომ შენგელიამ სასამართლო პროცესზე იცრუა.
ტელეკომპანია „იბერიასთან“ ირმა გაბრიელაშვილმა განაცხადა, რომ ლუბა ყოჩიაშვილი მისივე შვილობილმა, ირმა ყოჩიაშვილმა მოკლა. მისი ინფორმაციით, 76 წლის ქალის მკვლელობა ირმა ყოჩიაშვილმა მანამდეც სცადა, მაშინ არასრულწლოვანმა დედობილი ცივი იარაღით დაჭრა.
გაბრიელაშვილი ამბობს, რომ ”ალბათ ის ქალი უკვე იყო მოკლული, როდესაც ირმა ყოჩიაშვილმა დაურეკა და ესენი მივიდნენ”. მისივე თქმით, ბექა შენგელია დანაშაულის დაფარვაშია დამნაშავე.
„მკვლელობაში არ იქნება დამნაშავე, არარსებულია,“ – ამბობს ირმა გაბრიელაშვილი და დარწმუნებულია, რომ მისი შვილი დანაშაულს იბრალებს, რათა სხვები გადაარჩინოს.