რიტუალურ მკვლელობაში მონაწილე ბექა შენგელია თავს ნაწილობრივ დამნაშავედ მიიჩნევს და აცხადებს, რომ გარდაცვლილის სხეული მხოლოდ გადაადგილებისთვის დაანაწევრეს.
“თავს ნაწილობრივ უდანაშაულოს ვცნობ. მედავებიან ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებას, რაც არ ჩამიდენია. ის აღარ იყო ცოცხალი და მისი დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების მიზნით და არა რაიმე რიტუალური მიზნებისთვის, რაზეც არის საუბარი. ეს განსაკუთრებული სისასტიკე არაა. კი, სასტიკი ქმედებაა, როდესაც ადამიანს გაგუდავ, მაგრამ არა განსაკუთრებული”, – აღნიშნა ბრალდებულმა.
მოკლული ქალის შვილი, ირმა ყოჩიაშვილი კი თავს დამნაშავედ სრულად მიიჩნევს.
სასტიკი მკვლელობის წინასასამართლო სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.