LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ოდიშარია: თუ ჩემმა გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო, ბოდიშს ვუხდი – ერთი წამოცდენა, ჯაშუშურად ჩაიწერეს, გაასაჯაროვეს და მონათლეს თავდასხმად ქალ დეპუტატებზე, საკმაოდ დამონტაჟებულია

175
ბექა ოდიშარია

თუ ამ გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო მე, რა თქმა უნდა , ბოდიშს ვუხდი. განსაკუთრებით საზოგადოებას , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ რეპლიკასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, მისი აღშფოთება არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის, არც ქალის და არც კაცის მისამართით არ იყო გამოთქმული.

„რა თქმა უნდა, საზოგადოების წინაშე ვწუხვარ, რა თქმა უნდა, ეს არ არის მისაღები და მოსასმენად კიდევ უფრო მიზანშეუწონელია, წარმოსათქმელად მიზანშეუწონელია და მოსასმენად, რა თქმა უნდა, უკიდურესად არასასიამოვნოა. ვწუხვარ, რომ საზოგადოების ყურადღება მივიპყარი ამ მხრივ, რადგან მე არ გამოვირჩევი ასეთი ლექსიკით. ამაში ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, მათ შორის, ყველაზე მტრულად განწყობილებიც. მე არასდროს, არამც თუ ქალბატონი და ქალი კოლეგა, არამედ მამაკაციც არც შემირაცხყვია 8 წლის განმავლობაში. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ჩემი აღშფოთება დაკავშირებული იყო და ის არ იყო დამისამართებული, არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ, არც ქალის, არც კაცის და მათ შორის, თქვენ ვერსად ნახავთ, რომ კონკრეტული სახელი და გვარი ვახსენე.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი უხამსი გამონათქვამი, მით უმეტეს, პარლამენტის დარბაზში არის მიუღებელი. ამისათვის მე საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს იმიტომ, რომ ის ჩემგან არ არის ამგვარ გამონათქვამებს მიჩვეული, მაგრამ სწორედ ამიტომ მინდა მივანიშნო საზოგადოება თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როდესაც გვიწოდებენ პრორუსებს , ერის მოღალატეებს, ფლიდებს და კიდე მრავალ სხვას. ჩვენც გვყავს ოჯახები, შვილები, მშობლები, რომელთაც ეს ჯანმრთელობას ურყევს.

თუ ამ გამონათქვამმა ვინმე შეურაცხყო მე, რა თქმა უნდა , ბოდიშს ვუხდი. განსაკუთრებით საზოგადოებას“,- განაცხადა ოდიშარიამ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა გამოიყენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები