LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ნაცვლიშვილმა პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ დატოვა

123
ბექა ნაცვლიშვილი

„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ თავმჯდომარემ, ბექა ნაცვლიშვილმა პარტია დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ნაცვლიშვილმა გაავრცელა. როგორც მან განაცხადა, პოლიტიკური ბრძოლისთვის სავალდებულო არ არის, რომელიმე პარტიას წარმოადგენდე. ნაცვლიშვილმა თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და ისიც აღნიშნა, რომ პარტიას დიდი პოტენციალი აქვს და ის ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის.

“პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პოლიტსაბჭოს, პარტიის წევრებსა და ყველა მხარდამჭერს, რომლებმაც უსამართლო და უთანასწორო საარჩევნო გარემოს მიუხედავად,  ქვეყნისა და ღირებულებების მიმართ განსაკუთრებული ერთგულება აჩვენეს. პოლიტიკაში ყოფნისთვის არ არის სავალდებულო რომელიმე პარტიას წარმოადგენდე. თუ ადამიანი საჯაროდ იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, არ აქვს მნიშნველობა ის ამა პარტიის სახელით აკეთებს, თუ მის მიღმა.

ვტოვებ პარტიას, მაგრამ ვაგრძელებ ბრძოლას სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისთვის, მათ შორის მინიმალური ხელფასისთვის, ღირსეული შრომის პირობებისთვის, პროგრესული გადასახადისთვის, სახელმწიფო საბინაო პოლიტიკისთვის, სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის”- განაცხადა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ სოციალური წარმომავლობა თვითრეალიზიისა და განვითარებისთვის წინაღობა არ უნდა იყოს.

სწორედ ამ პრინციპებისთვის ბრძოლა არის აუცილებელი, როგორც დღეს ჩვენი, ისე ხვალ ჩვენი მომავალი თაობის ღირსეული ცხოვრებისთვის”. – ნათქვამია ბექა ნაცვლიშვილის განცხადებაში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები