LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ჩხაიძის დედა: „ბექას ციხეში მოხვედრა ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო…“

843

ჟურნალ „სარკესთან“ „ალილოს“ წევრის, ბექა ჩხაიძის ცხოვრებაზე მისი დედა, მარინა ბებურიშვილი საუბრობს და მათ შორის იმ ცნობილ ინციდენტს იხსენებს, როცა მომღერალი ვანო ჩხარტიშვილის ქალიშვილთან ურთიერთობის გამო ციხეში აღმოჩნდა.

„ბექას ციხეში მოხვედრა ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო. ბექა და ის გოგონა, ნათია, ერთმანეთს კარგა ხანს ხვდებოდნენ, სკოლის პერიოდსაც ჰქონდათ სასიყვარულო ისტორია, ოზურგეთში გაიცნეს ერთმანეთი. ის რომ ქმარს გასცილდა და ეს – ცოლს, ისევ შეხვდნენ ერთმანეთს…

ბექას ციხეში ყოფნის პერიოდში რა გადავიტანეთ, ამას ვერ გადმოგცემთ. კიდევ კარგი, მაშინ არ ვიცოდი, ციხეებში რა ხდებოდა, ამიტომ შედარებით მშვიდად ვიყავი. თანაც, ვიცოდი, რომ ჩემი შვილი არაფერში იყო დამნაშავე და ორთვიანი წინასწარი პარიმრობის შემდეგ გარეთ გამოვიდოდა.

ნათიას მამა, ვანო ჩხარტიშვილი, ჩემი მაზლის მეჯვარე იყო. ჩვენ ოჯახებით ვახლობლობთ და შოკისმომგვრელი იყო, რომ მათ გამო ბექა ციხეში მოხვდა. მადლობა ღმერთს, ეს გადავიტანეთ“ – იხსნებს ბექას დედა ჟურნალთან საუბრისას.

მისივე თქმით, ბექას არ უყვარს ციხის ამბების გახსენება და ამ თემაზე არასდროს ლაპარაკობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები