Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ბექა ჩხაიძე: „ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემს ამბავზე, რასაც ჰქვია, ადეიშვილის კარებთან იწვა…“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა ჩხაიძე: „ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემს ამბავზე, რასაც ჰქვია, ადეიშვილის კარებთან იწვა…“

337

მომღერალი ბექა ჩხაიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი დაპატიმრების ამბავს იხსენებს. „ალილოს“ წევრი ვანო ჩხარტიშვილის ქალიშვილის გატაცების გამო იხდიდა სასჯელს, თავად კი ამბობს: „გასატაცებელი რა მჭირდა, ნებით გამომყვა. ალბათ, არ უნდა მექნა, იმ ღამეს შეიძლება, ვიცქარე. 7-დან 14 წლამდე პატიმრობა მემუქრებოდა. მთელი საღამო არ მჯეროდა, რომ დამიჭერდნენ…

ციხეში ორი თვე და 28 დღე ვიყავი… ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემს ამბავზე, რასაც ჰქვია, ადეიშვილის კარებთან იწვა. ჩემი სიძე მაშინ პოლიციაში მუშაობდა. აჩიკო გეგენავა შევიდა ვანო მერაბიშვილთან და დაელაპარაკა: ტყუილად გყავთ დაჭერილი, გადახედეთო და სამ დღეში, საპროცესოთი გამომიშვეს.

მას შემდეგ არ გინახავს ის გოგო, ვის გამოც დაგიჭირეს?

ვინც დამიჭირა, ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი, ბიძაჩემის მეჯვარეც კი იყო ვანო. არ უნდა გაეკეთებინა, იმ დღეს არ გაუგია ჩვენი ურთიერთობის შესახებ, ის გოგო საქართველოში აღარ ცხოვრობს. მას მერე, რაც წავიდა, წავიდა… მე და მაგას მაგარი ისტორიები გვაქვს. ბაღიდან მიყვარდა. ბავშვობაშიც 14 წლის ასაკში იგივე ჩავატარეთ გურიაში, მაგრამ მაშინაც კრახით დასრულდა“.

მომღერალი ორი თვის განმავლობაში მამათა მონასტერში ცხოვრობდა, საიდანაც ახლახან დაბრუნდა:

„იქ არის ბრძოლები, რა თქმა უნდა, აქაურობა გენატრება. თან, ის ბოროტი ისე გილაგებს ყველაფერს, სულ ფიქრობ: სად წამოხვედი ამ ტალახში, შენ ახლა სადმე რესტორანში უნდა იჯდეო. იქ მეორე მონასტერი შენდება და დიდი ქვები მოაქვთ, დასატვირთია, ასატანი. ვეხმარები…

პირად ურთიერთობებში არასტაბილური ვიყავი, რის გამოც მონასტერში ერთ-ერთი სასჯელიც დამეკისრა. მაქსიმალურად ვეცდები, ცოდვები არ ჩავიდინო, მაგრამ ამ მხრივ პირობას ვერავის მივცემ. თან, დროა, უკვე ოჯახი შევქმნა. ყველამდეა უკვე ტაშფანდური და „ფეისბუქზე“ ასარჩევი გოგოები, ვისთან გაატარო დრო. არის ადამიანი, ვინც მომწონს. ახლა დასაწყის ეტაპებს გავდივარ. შეგრძნება მაქვს, რომ კარსაა მომდგარი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები