გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონოდ და შენიღბულად გადაზიდვის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში გაჩერებულ ბენზინმზიდში აღმოჩენილ სპეციალურად მოწყობილი სამალავში, წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იყო განთავსებული.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.