LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენზინგასამართი სადგურები გაუფრთხილებლად შეამოწმეს – რა ნიშნულზეა ტყვია საწვავში?

48413605_2755615974452803_5484693822770249728_o

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ბენზინგასამართი სადგურები შეამოწმეს.

უწყების ცნობით, ბენზინში ტყვიის შემცველობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს შეესაბამება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, შემოწმება გაფრთხილების გარეშე მოხდა და ქვეყნის მასშტაბით 240 სინჯის აღება განხორციელდა.

„​აღებული სინჯების ლაბორატორიული კვლევა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ უზრუნველყო. კვლევის შედეგად, დადგინდა რომ საავტომობილო ბენზინის ყველა საკვლევ ნიმუშში, ტყვიის შემცველობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება,“- აცხადებენ დეპარტამენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები