მადრიდის ”რეალისა” და საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავს ქარიმ ბენზემას კარგი დროება ნამდვილად არ უდგას. თავს გადახდენილი რამდენიმე უსიამოვნებები ბოლო ინციდენტმა აშკარად გადაწონა, როდესაც თანაგუნდელი ვალბუენასთვის ფულის გამოძალვის საქმეში გარეული აღმოჩნდა და არც უარყვია. მოკლედ, ინტერნეტში არაერთი ფოტომონტაჟი გაჩნდა, სადაც ბენზემას ან პატიმრის სამოსი აცვია, ან გისოსებს მიღმაა ან რაიმე მსგავსი. თქვენს წინაშე კი ერთ ფოტოს გამოვიტანთ, სადაც ბენზემა წარმოდგენილია პოპულარული ქართული სერიალის ”ტიფლისის” პერსონაჟად. გაქაჩავდა თუ არა ქარიმ გამომძალველი და მოუხდებოდა თუ არა ჩვენს ფილმს, თქვენ გადაწყვიტეთ.