LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley Mulsanne ელექტრონული ხდება

18

Bentley Mulsanne-ის უახლესი თაობა შეიძლება ელექტრო მოდიფიკაციის გახდეს. ამის შესახებ გამოცემა Autocar-ს ბრიტანულმა კომპანიამ განუცხადა.

ჰოლცგარტნერს თუ დავუჯერებთ, კომპანიაში უკვე დაიწყეს ფლაგმანური მოდელის ელექტრონული ვერსიის შესახებ მსჯელობა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ჩინეთის მთავრობის გადაწყვეტილება ელექტროძრავიანი ავტომობილების პრიორიტეტებთან დაკავშირებით.

,,ამჯერად, ყველა საუბრობს იმის შესახებ, რომ მთლიანად ელექტრონული სედანის შექმნა იქნება ფაქტიურად ერთადერთი შესაძლებლობა, რისი საშუალებითაც კომპანია კვლავ აქტიურ მოთამაშედ დარჩება ჩინეთის ბაზარზე.’’ – განაცხადა ტოპ-მენეჯერმა.

გარდა ამისა, ჰოლცგარტნერმა აღნიშნა, რომ Mulsanne-ის ელექტრონული ვერსია არამხოლოდ აზიის (ჩინეთის) არამედ ევროპული ქვეყნების ავტობაზრებზეც გამოჩნდება, სადაც ადგილობრივი მთავრობა ასევე გეგმავს ელექტროძრავიანი ავტომობილების ექსპლუატაციისთვის ხელშეწყობას, ჰაერის დაბინძურებისა და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების თავიდან ასაცილებლად.

რაც შეეხება ახალი თაობის საწვავის მოდიფიკაციებს: როგორც ჩანს, კომპანია უარს ამბობს 6.75 ლიტრიან ბენზინის ტვინ-ტურბო ძრავზე, რომელიც Mulsanne-ის წინა ვერსიისთვის გამოიყენეს. ფლაგმანური სედანი, რომელიც შემდეგი თაობის წარმომადგენელი იქნება, როგორც ჩანს 12 ლიტრიან აგრეგატზე იმუშავებს. დამატებითი ცნობები კი ამ ეტაპზე არ მოიპოვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები