LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-ის ყველა ავტომობილს ჰიბრიდული ვერსია ექნება

28

როგორც გუშინ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, უახლოესი 5 წლის მანძილზე, კომპანია Bentley-ის ყველა მოდელს ექნება ჰიბრიდული მოდიფიკაცია, რომელიც აღჭურვილი იქნება ბატარეებითა და ელექტროაგრეგატით.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Autocar-ის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება Automotive News World Congress-ზე ბრიტანული კომპანიის ხელმძმღვანელმა, ვოლფგანგ დიურჰაიმერმა გააკეთა.

პირველი ჰიბრიდული მოდიფიკაციები გახდება Continental GT-ის სერიის მოდელები. ავტომობილები მიიღებენ 416 სიმძლავრის აგრეგატს, ზუსტად იმავეს, რომელიც გამოყენებული იქნა Porsche Cayenne S E-Hybrid-ში.

როგორც ჩანს, ამ პროექტის განხორციელებას 2018 წლისკენ უნდა ველოდოთ. პირველი მოდელი კი  პოპულარული ყველგანმავალი – Bentley Bentayga იქნება.

 

კომპანია Bentley ჩართულია კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს ატმოსფეროს დაბინძურების შემცირებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები