გერმანულმა ატელიემ – Mansory-მ ჯიპის Bentley Bentayga-ს ახალი მოდიფიკაცია წარმოადგინა. აღნიშნული მოდელი ყველაზე მძლავრ ვერსიად ითვლება ამ ეტაპზე. მისი სიმძლავრე 100 ცხენის ძალის ერთეულით მეტია სტანდარტულ ვერსიაზე. ახალი ,,ლამაზმანის’’ მაქსიმალური სიჩქარე 311 კმ/სთ-ს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ Bentley Bentayga-ს სტანდარტული ვერსია აღჭურვილია 608 ცხენის ძალის სიმძლავრისა და 900 ნმ ბრუნის სისწრაფის W12 ტიპის აგრეგატით. ახალმა მოდიფიკაციამ კი მიიღო არც მეტი, არც ნაკლები 701 სიმძლავრის აგრეგატი, ხოლო მაქსიმალური ბრუნის სისწრაფე 1050 ნმ-ს შეადგენს.
Bentley Bentayga-ს ახალი მოდიფიკაციის პრემიერა ლას-ვეგასში, ტიუნინგ-შოუ – SEMA-ზე შედგება, რომელიც 1-დან 4 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.