12 მაისს ნიუ-იორკში ბრიტანელი ქუჩის მხატვრის ბენქსის საკულტო ნამუშევარი Love is in the Air გამოიფინება გასაყიდად. ,,სოტბი” პირველი აუქციონის სახლია, რომელიც მზად აღმოჩნდა მიეღო კრიპტოვალუტა ხელოვნების ნიმუშის საფასურად. ნამუშევარი 3-დან 5 მილიონ დოლარამდეა შეფასებული. მართალია, ვაჭრობა ამერიკულ დოლარზე გაიმართება, მაგრამ გამარჯვებული კრიპტოვალუტით – ბიტკოინით ან ეფირიუმით შეძლებს საფასურის გადახდას. მსგავსი შესაძლებლობა ,,სოტბიმ” უმსხვილეს კრიპტობირჟასთან Coinbase თანამშრომლობით მოიპოვა.
რამდენიმე თვის წინ ,,კრისტის აუქციონის” სახლი პირველი გახდა, ვინც ხელოვნების ციფრული ნამუშევრისთვის თანხის კრიპტავალუტით (ეფირიუმით) მიღებას დათანხმდა. ამერიკელი მხატვრის Beeple-ს NFT-ნამუშევარი მარტის თვეში 69, 3 მილიონ დოლარად გაიყიდა, აპრილში კი, ,,სოტბიმ” კრიპტოვალუტაზე ციფრული მხატვრის მურატ პაკის (Murat Pak) NFT-ტოკენების კოლექცია გაყიდა 16,8 მილიონ დოლარად.