ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ ხანგრძლივი და რთული ომის დაწყება აიძულა.
მისი თქმით, პირველი ეტაპი დამთავრდება ისრაელის ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით.
„ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ფორმირება და ის გაგრძელდება დათქმისა და შესვენების გარეშე, მიზნების მიღწევამდე. ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, დილის მდგომარეობით, 300-ს მიაღწია. დაშავებულია 1 590 ადამიანი, მათ შორის 300 მძიმე მდგომარეობაშია, 19 კი – კრიტიკულ მდგომარეობაში.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. Times of Israel-ის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა სამხედროებს საშუალებას აძლევს შიდა ფრონტის სარდლობას შეუზღუდოს შეკრებები და ცხელ წერტილთან ახლოს მდებარე ტერიტორიები დახუროს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა“ მძევლები და ომის ტყვეები აიყვანა