ორი წლის განმავლობაში, ჯენიფერ გარნერმა და ბენ აფლეკმა რამდენჯერმე გადაწყვიტეს დაშორება, თუმცა ყოველ ჯერზე ისინი მაინც ერთად ყოფნას არჩევდნენ. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ საბოლოოდ წყვილი მაინც განქორწინებას გეგმავს.
გასული უქმეები, მსახიობებმა შვილებთან ერთად გაატარეს, თუმცა ეს მხოლოდ ერთჯერადად. ცნობილი ხდება, რომ ბენი უკვე ეძებს საცხოვრებელს, სადაც განქორწინების შემდეგ გადავა. ასევე პრესაში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ბენმა გარნერს შემცვლელიც კი უპოვა, თუმცა უკანასკნელი ცნობით, ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორია და ამ ეტაპზე მისი მთავარი საქმე განქორწინების პროცესია.
ცნობილი ხდება, რომ განქორწინების იურიდიული მხარე დაახლოებით 6 თვე გაგრძელდება. სასამართლოში კი ორივე მათგანი ადვოკატების გარეშე გამოცხადდება, რათა პრესაში ინფორმაციის გაჟონვას თავი აარიდონ.
ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი 10 წლიანი ქორწინების შემდეგ შორდებიან. წყვილი სამ შვილს ზრდის.