LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BENE EXCLUSIVE – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური ტაქსი

142
ტაქსი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულთან ხელშეკრულება გააფორმა და 7 ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ქართული კომპანია BENE EXCLUSIVE-ს ტაქსები მოემსახურებიან.

კომპანია მგზავრებს Kia-ს და Toyota-ს ფირმის ეკოლოგიურად სუფთა, უახლეს ჰიბრიდულ ავტომობილებს, დაზღვეულ მგზავრობასა და ფიქსირებულ ტარიფებს სთავაზობს, ასევე, მომსახურებას ონლაინ ჯავშნების სახით და ადგილზე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში.

ოფიციალური ტაქსით გადაადგილება აეროპორტიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფიქსირებულ ფასში (ზედა ზღვრის გათვალისწინებით) იქნება შესაძლებელი, საქართველოში სხვა მიმართულებით კი კილომეტრაჟის მიხედვით.

BENE EXCLUSIVE საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მის ავტოპარკში 150-ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილია წარმოდგენილი.