LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბენე ექსკლუზივის“ ტაქსი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი

779
00

საქართველოში უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანია „ბენე ექსკლუზივი“ 2017 წელს დაარსდა და მომხმარებელს პრემიუმ კლასის ავტომობილებით მომსახურებას სთავაზობს. სერვისი მგზავრთა გადაყვანას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. კომპანია ემსახურება როგორც ტურისტებს, ისე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს (კომპანიებს, სასტუმროების ქსელებს, სამთავრობო სტრუქტურებს) თანამშრომლების გადაყვანის მიზნით. ამჟამად „ბენე ექსკლუზივის“ ავტოპარკში 150-ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილია, რაც დღე-ღამის განმავლობაში 1 000-ზე მეტი მგზავრის შეუფერხებლად მომსახურებას უზრუნველყოფს.

ცოტა ხნის წინ „ბენე ექსკლუზივმა“, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრების ტაქსებით მომსახურების სერვისი აამოქმედა.

ნესი მახარაშვილი, სატრანსპორტო კომპანიის „ბენე ექსკლუზივის“ მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი:

– „ბენე ექსკლუზივმა“ თავდაპირველად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტაქსით მომსახურების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა და ეს 2019 წელს მოხდა. ამ წლების განმავლობაში მუდმივად ერთ მთავარ ხაზს მივყვებით – მომხმარებლებს ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ და თითოეულ მათგანს ჰქონდეს განცდა, რომ მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ამ მიმართულებით დაგროვილმა გამოცდილებამ ქუთაისის აეროპორტის ტენდერში მონაწილეობა გადაგვაწყვეტინა, სადაც გავიმარჯვეთ და უკვე მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, თბილისთან ერთად,  ქუთაისის აეროპორტის მგზავრებსაც ვემსახურებით.

აეროპორტი ის ადგილია, სადაც ვიზიტორს ქვეყანაზე პირველი შთაბეჭდილება ექმნება. შესაბამისად, ამ სივრცეში ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი მომსახურების მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი სერვისი მიმართულია მგზავრის კომფორტზე და, უპირველესად, მის უსაფრთხოებაზე, რაც ტურისტების კმაყოფილების გარანტია.

– როგორ უნდა ვისარგებლოთ თქვენი სერვისით და რა ტარიფებს სთავაზობთ მომხმარებელს?

– ჩვენთან ჯავშნის მიღების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რაც მომხმარებელს აეროპორტის ტაქსის სერვისით სარგებლობას კიდევ უფრო მეტად უადვილებს:

  • 24-საათიანი ქოლცენტრი (+995 322 052 100) – მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია დარეკოს და დაჯავშნოს ტაქსი.
  • სოციალური ქსელები (Facebook, Instagram) – აღნიშნული პლატფორმები ასევე 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი მომსახურების დასაჯავშნად.
  • ვებგვერდი – ონლაინ დაჯავშნის უმარტივესი სისტემა, რომელიც თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებს აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ საიტზე მომხმარებელს სამგზავროდ შეუძლია აირჩიოს არა მხოლოდ ტაქსის სერვისი, არამედ „ბენე ექსკლუზივის“ პრემიუმ კლასის ავტომობილიც.

თბილისსა და ქუთაისში, მოფრენის ტერმინალებში საკუთარი დესკი გვაქვს, რაც მომსახურებას კიდევ უფრო სწრაფსა და ხარისსხიანს ხდის. ჩვენი წარმომადგენლები სტუმრებს სახელობითი ბანერით ხვდებიან. მძღოლები ფორმითა და ბეიჯით არიან აღჭურვილნი და მათი იდენტიფიცირება ძალიან ადვილია. გარდა იმისა, რომ ისინი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან, საუბრობენ რამდენიმე ენაზე და ტურისტებს სხვადასხვა მიმართულებითაც ეხმარებიან, იქნება ეს ფულის გადახურდავება თუ სიმ ბარათი, ბარგის ავტომობილში მოთავსება და ახალჩამოსული ადამიანისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციის გაზიარება. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენთან ყველა ავტომობილი და მგზავრი GPI ჰოლდინგშია დაზღვეული.

ჩვენთან ანგარიშსწორება ხდება ბარათით სალაროში, გადმორიცხვით ან ონლაინ გადახდით. ჩვენი მთავარი პრინციპი არის ის, რომ მძღოლს არ ჰქონდეს თანხასთან შეხება, რაც ტარიფით მანიპულაციას სრულად გამორიცხავს.

ოფიციალური ტაქსით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფიქსირებულ ფასში შეუძლიათ, საქართველოში სხვა მიმართულებით კი – კილომეტრაჟის მიხედვით.

ჩვენი ავტოპარკი დაკომპლექტებულია Kia-ს და Toyota-ს ფირმის ეკოლოგიურად სუფთა, უახლესი ჰიბრიდული ავტომობილებით. თბილისის აეროპორტში 50-ზე მეტი ავტომობილი გვყავს, ქუთაისის აეროპორტში კი – 15-ზე მეტი. ავტომობილების კატეგორიაშია როგორც სედანი, ასევე მინივენები. ავტომობილები აღჭურვილია უსაფრთხოების და კომფორტის უახლესი ტექნოლოგიური მახასიათებლებით, GPC მონიტორინგ სისტემით, რისი მეშვეობითაც მენეჯერი სრულად აკონტროლებს პროცესს,  ხედავს სად არის ავტომობილი და რა სიჩქარით მოძრაობს ის. ავტომობილების ტევადი საბარგულები მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტის შექმნის საშუალებაა.

– რა ხდება მაშინ, როცა რეისი აგვიანებს ან გადაიდება?

– ჩვენს მომსახურებას კიდევ უფრო მეტად კომფორტულს ხდის ის ფაქტორი, რომ ჩვენი მენეჯერები სპეციალური პროგრამის მეშვეობით ლაივ რეჟიმში უყურებენ ფრენების განრიგს და წინასწარ აქვთ ინფორმაცია რომელიმე რეისის დაგვიანების ან გადადების შესახებ და შესაბამისად, მძღოლსაც დროულად აფრთხილებენ. იმის მიუხედავად, რამდენ ხანს დაიგვიანებს ფრენა, ჩვენთან ლოდინის დრო უფასოა – მძღოლი მგზავრს ნებისმიერ შემთხვევაში დახვდება და მის ტრანსპორტირებას განახორციელებს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „ბენე ექსკლუზივმა“ ქუთაისის აეროპორტში ოპერირების დაწყებიდან ადგილობრივებისთვის 50-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა. ჩვენ ვაკვირდებით დინამიკას და სამომავლოდ, ავტომობილების მატებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასაც ვგეგმავთ.

(R)