ბენ აფლეკისა და ჯენიფერ ლოპესის ხმაურიანი ქორწილის შემდეგ, საკუთარი ბედნიერება ჯენიფერ გარნერმაც იპოვა. მსახიობი უკვე წლებია CaliGroup-ის გენერალურ დირექტორს, ჯონ მილერს ხვდება. დასავლური მედია წერს, რომ 5 წლიანი რომანი, ნიშნობით დაგვირგვინდა.
ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ მილერმა გარნერს ხელი რამდენიმე თვის წინ სთხოვა. ქორწილის ოფიციალური თარიღი და სხვა დეტალები უცნობია.
ამასთან, ჯენიფერ გარნერი ფანტასტიკურ ურთიერთობას ინარჩუნებს აფლეკთან, რომლისგანაც მას სამი შვილი ჰყავს.
სიყვარული ჯენიფერ გარნერმაც იპოვა – ბენ აფლეკის ყოფილი ცოლი შეყვარებულია
ჯეი ლომ ჯენიფერ გარნერს ქალიშვილი „დისნეილენდში“ გაატანა – „ბენიფერის“ „შერეული ოჯახის“ ქრონიკები