LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ ჰოჯესი: თუ უკრაინა წარმატებული იქნება და საქართველოს მთავრობა რუსეთს არ დაგმობს, ქვეყნისთვის არასწორი პოზიცია ძალიან სავალალო იქნება

52
ბენ ჰოჯესი

„ქართველი ხალხი და საქართველოს პრეზიდენტიც აცნობიერებენ და აღიარებენ რუსეთის აგრესიას და იმას, რომ მთელი ეს ომი რუსეთის სინდისზეა, რომ რუსეთი აგრესორია და უკრაინას პროვოცირება არ მოუხდენია. არ ვიცი, რას ამბობს საქართველოს მთავრობა. არ ვიცი, ისინი გმობენ თუ არა ამ აგრესიას“, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

როგორც გენერალმა აღნიშნა, საქართველოს მართებს, გაარკვიოს და ისტორიულად სწორ პოზიციაზე დადგეს.

„სამწუხაროდ, საქართველოსთვის არასწორი პოზიცია იქნება ძალიან სავალალო, თუ უკრაინა წარმატებული იქნება და საქართველოს მთავრობა კი რუსეთს არ დაგმობს. ეს იქნება საქართველოს მხრიდან სტრატეგიული შეცდომა.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს უკრაინას. ქართველმა ხალხმა იცის, რომ უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში მათი მომავალი უკეთესი იქნება. ამიტომ, მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, სად დადგეს, ვის მხარეს.“– აღნიშნა ბენ ჰოჯესმა “ფორმულასთან”.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას“ მიმდინარეობს. კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობენ და მასში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ.

 

[ტვ „ფორმულას“ თარგმანი]
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები