LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკმა და ჯენიფერ გარნერმა განქორწინების იუბილე ერთად აღნიშნეს (ფოტო)

49

მიუხედავად იმისა, რომ ბენ აფლეკისა და ჯენიფერ გარნერის განქორწინებიდან 3 წელი გავიდა, აფლეკი-გარნერის წყვილი მედიისთვის მაინც ყველაზე პოპულარულია. ზუსტად ერთი წლის წინ მეუღლეებმა ოფიციალურად გააფორმეს განქორწინება და წელს ეს თარიღი ერთად აღნიშნეს. ცნობილი მსახიობები ამჯერად ჰავაიზე იმყოფებიან, სადაც სამ შვილთან ერთად აღდგომას აღნიშნავენ. აფლეკსა და გარნერს არც პაპარაცების გამოჩენა და არც აფლეკის ახალი შეყვარებულის რეაქცია ადარდებთ. ისინი არაჩვეულებრივად ატარებენ დროს ერთად და შვილებს მაქსიმალურ დროს უთმობენ.

ცნობილია, რომ ბენ აფლეკი არასოდეს ტოვებს რელიგიურ დღესასწაულებს. ტრადიციის მიხედვით ის ყოველ აღდგომას და შობას ოჯახთან ერთად ხვდება. საინტერესოა, რომ გასულ კვირას აფლეკი ლინდსი შუკუსთან ერთად იმყოფებოდა ჰავაიზე, ამჯერად კი აღდგომის დღესასწაულზე მას ოჯახმა ჩააკითხა, სადაც ყოფილმა მეუღლეებმა განქორწინების იუბილე ერთად აღნიშნეს.

 (ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები