კვირას ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი საკვირაო წირვას შვილებთან ერთად ესწრებოდნენ. ამჯერად კი ოჯახი კვლავ შეიკრიბა და ლოს-ანჯელესში გასეირნება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ ბენ აფლეკი ცნობილ პროდიუსერს, ლინდსი შუკუსს ხვდება, მსახიობი არ ჩქარობს ჯენიფერ გარნერთან ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტას. ყოფილი მეუღლეები შვილებთან ერთად სეირნობის დროს კმაყოფილები და ბედნიერები ჩანდნენ. მალევე მათ ბენ აფლეკის დედაც შეუერთდა, რომელიც დიდხანს ცდილობდა წყვილის შერიგებას.
მედიაში უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ გარნერსა და აფლეკს რაღაც მეგობრობაზე უფრო დიდი გრძნობა აკავშირებთ.