ჯენიფერ გარნერის ახალი ფოტოსესია Allure-ის ახალი ნომრისთვის, ნამდვილად შოკის მომგვრელია. ეს არის ალბათ ყველაზე გულახდილი და სექსუალური ფოტოსესია მსახიობის მრავალწლიან კარიერაში. დასავლური მედია წერს, რომ გარნერმა სცადა ყოფილი მეუღლის რჩეულს, ჯენიფერ ლოპესს დამსგავსებოდა და ამისთვის ყველაფერი გააკეთა.
ახალ ფოტოებში სერიალ „ჯაშუშის“ ვარსკვლავი გამჭვირვალე ბოდეებში, შავი ფერი ტოპებში და ლაქის პლაშჩით პოზირებს. ასეთი ფოტოსესია მრავლადაა ჯენიფერ ლოპესის პორტფოლიოში, ყურადღებას იქცევს ფოტოები სველი თმის ეფექტით, რომელიც ძალიან უყვარს ლოპესს. ახალ ფოტოებზე ლოპესისა და გარნერის მსგავსება, მართლაც შესამჩნევია. შეგახსენებთ, რომ გარნერი და აფლეკი 2004 წლიდან ერთად არიან, ისინი 2018 წელს განქორწინდნენ და მათ სამი საერთო შვილი ჰყავთ.
ეს ბენი არ არის! – ჯენიფერ ლოპესი „დოლჩე და გაბანას“ კამპანიაში
„არ მინდა ვხედავდე, როგორ იქცა ჩემი ოჯახის წევრი მემედ“ – ჯენიფერ გარნერი ბენ აფლეკზე ალაპარაკდა