LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი ბაჰამის კუნძულებზე ერთად ისვენებენ

28

ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი განქორწინების პროცესში იმყოფებიან, შესაბამისად მათ ცხოვრებაში არც ისე მარტივი პერიოდი დგას. წყვილი ყველანაირად ცდილობს, ბავშვების გამო კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას, რაც ბევრისთვის მათი შერიგების წინაპირობაა.

რამდენიმე დღის წინ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ვარსკვლავები შვილებთან ერთად ბაჰამის კუნძულებზე დააფიქსირეს. ცნობილი ხდება, რომ იქ გარნერს საქმიანი შეხვედრა ექნება.

ინსაიდერის თქმით, ჯენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვები მამასთან ერთად იყვნენ.

ვარსკვლავური წყვილი კურორტ Great Guana Cay-ზე დააფიქსირეს. ეს სწრედ ის ადგილია, სადაც 2015 წელს მათ განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები