კომპანია “ბელუქსის” გადაწყვეტილებით, კობა დავითაშვილის ოჯახს 5 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად გადაეცემა 500 ლარი.
ამ გადაწყვეტილების შესახებ პოსტი, როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მხოლოდ იმ მიზნით გააზიარეს, რომ სთხოვონ ქართულ ბიზნესს, დაეხმაროს კობა დავითაშვილის 5 ვაჟს და მის მეუღლეს.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსი მძიმე დაავადებით რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ის 2007 წელს მძიმედ სცემეს, რის გამოც მძიმე დაავადება განუვითარდა. ბოლო წლების განმავლობაში კობა დავითაშვილი პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვნად ვერ მონაწილეობდა, რადგან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. 49 წლის პოლიტიკოსს მეუღლე და ხუთი შვილი დარჩა.