ავეჯის სახლში „ბელჰაუსი“ ფასდაკლების აქცია იწყება. კომპანია მომხმარებელს ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, 14 და 15 თებერვალს სთავაზობს გრანდიოზულ ფასდაკლებას ავეჯის სრულ კოლექციაზე.
”მობრძანდით და შეიძინეთ უმაღლესი ხარისხის და დახვეწილი დიზაინის ევროპული ავეჯი უნიკალურ ფასად! თუ გსურთ, თქვენი სახლი იყოს ისეთივე ორიგინალური, როგორიც ხართ თქვენ, „ბელჰაუსი“ საუკეთესო არჩევანია”, – აღნიშნეს ავეჯის სახლში.
ცნობისთვის, ”ბელჰაუსი” ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ძირითადი საქმიანობაა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ყველა სახის ავეჯისა და სახლის ინტერიერისთვის განკუთვნილი აქსესუარების იმპორტირება და რეალიზაცია. კომპანია ქართულ ბაზარზე ამ დროისთვის ოთხი ფილიალითაა წარმოდგენილი: ქ.თბილისი: ცინცაძის 12, ცინცაძის 14 და ალ. ყაზბეგის 12 ნომერი და ქ.ბათუმი, ზურაბ გორგილაძის 88.