LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბელჰაუსის” ბათუმის ფილიალში ავეჯზე აქცია იწყება

431

”ბელჰაუსის” ბათუმის ფილიალში, სავაჭრო ცენტრ ”ბათუმი მოლის” ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით, ავეჯზე აქცია იწყება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, 5 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით „ბელჰაუსი“ მომხმარებელს სთავაზობს გრანდიოზულ აქციას – ყოველ 500 ლარზე ზემოთ შენაძენზე მომხმარებლები მიიღებენ უამრავ საჩუქარსა და ფასდაკლებებს ავეჯის სრულ კოლექციაზე, ამასთან დაერიცხებათ გაორმაგებული ქულები ”უნიქარდზე”.

მათივე ინფორმაციით, ბათუმის ფილიალში წარმოდგენილია ავეჯის შემდეგი კოლექცია: საძინებლები, რბილი ავეჯი, მისაღები ოთახის ავეჯი, სამზარეულოები, მაგიდები, სკამები, ასევე გარე ავეჯი.

”ვეცადეთ, ქალაქ ბათუმის მაცხოვრებლებისთვის უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი გაგვეხადა „ბელჰაუსში“ პროდუქციის შეძენა. მაღაზიაში წარმოდგენილი ავეჯი უმაღლესი ხარისხისაა და იმპორტირებულია ბელორუსიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან და უკრაინიდან”,- აღნიშნეს ავეჯის სახლში.

ცნობისთვის, ზურაბ გორგილაძის N88-ში მდებარე „ბათუმი მოლის“ მესამე სართულზე „ბელჰაუსის“ ფილიალი ცოტა ხნის წინ გაიხსნა. ავეჯის სახლისთვის  ეს  ბათუმში პირველი,  ზოგადად კი – რიგით მეოთხე მაღაზიაა.