LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიის სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაური და ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა

70

ბელგიის სასამართლომ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაური, კარლეს პუჩდემონი და ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა.

ასეთი გადაწყვეტილება ათსაათიანი სხდომის შედეგად იყო მიღებული. თუმცა, მოსამართლემ მათ მიმართ გარკვეული შეზღუდვები დააწესა.  პუჩდემონი და მისი თანამოაზრეები თავისუფლები მხოლოდ მანამდე დარჩებიან, სანამ ესპანეთის მიერ გაცემულ დაკავების ორდერთან დაკავშირებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება.

ამასთან, ხუთივეს ბელგიის ტერიტორიის დატოვება აქვს აკრძალული და მომდევნო 15 დღის მანძილზე სასამართლოში უნდა გამოცხადდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები