ბელგიის ქალაქ შარლერუას მართლმსაჯულების სასახლესა და რკინიგზის სადგურში ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ უსაფრთოების ფართო პერიმეტრი განსაზღვრა, მიმდებარე ქუჩებზე ნებისმიერი სახის გადაადგილება აიკრძალა. ქალაქის სასამართლოს შენობასა და სადგურში ამ დროისთვის გამნაღმველები მუშაობენ.