LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში საავტომობილო ჯარიმებს ავარიებში დაზარალებულებს გადაურიცხავენ

48
arnews

ბელგიაში, ქალაქ ალტერში გადაწყვიტეს, რომ 2022 წლიდან საავტომობილო ჯარიმებით შემოსული მთელი ფული საქველმოქმედო ორგანიზაციაში გადარიცხონ. კონკრეტულად კი დაეხმარონ იმ ადამიანებს ვინც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალდა.

ქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ „იმ ოჯახებს ვისაც უბედური შემთხვევა მოუვიდა, ეს ფული უფრო მეტად გამოადგება“.

2021 წლის სექტემბრიდან, ალტერში ევროკავშირის რეკომენდაციის გათვალისწინებით მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ-მდე შეზღუდეს. მერიის გადაწყვეტილებამ ბევრი კრიტიკა დაიმსახურა. ადგილობრივი პრესა იმასაც წერდა, რომ სიჩქარის შეზღუდვა ქალაქის ბიუჯეტის ჯარიმების თანხით გავსებას ემსახურებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები