LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელგიაში ელექტრომობილის დასამუხტი სადგურის მიტანის სერვისი გაჩნდა

123
thumb_1024x663_uze-riders1-11zon-11zon

ბელგიაში გაიხსნა სამსახური, რომელიც ელექტრომობილებს დასამუხტ სადგურებს სასურველ ადგილას მიუტანს. სპეციალურ აპლიკაციაში სადგურის გამოძახება იმავე პრინციპით იქნება შესაძლებელი, როგორც რესტორნებიდან საკვებს იძახებენ, წერს The Mayor.

მოძრავ სადგურს ელექტრომობილის დამუხტვა ერთ საათზე ნაკლებ დროში შეუძლია. გარდა ამისა, ელემენტს დამატებითი პარკინგი არ დასჭირდება, ამიტომ დამუხტვა ნებისმიერ ადგილას იქნება შესაძლებელი.

ახალი სერვისის დახმარებით „მწვანე“ ავტომობილების მფლობელთა ცხოვრება საგრძნობლად გამარტივდება. საქმე ისაა, რომ ამ ადამიანებს ჩვეულებრივ სადგურებზე ზედმეტად დიდი დროის გატარება უწევთ, ელექტრო ქარის დამუხტვას 6 საათზე მეტი სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპაში მსუბუქი ელექტრომობილების რაოდენობა 76%-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები