ბელგია საქართველოს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას საჩუქრად გადასცემს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბელგია წლის ბოლომდე სხვა ქვეყნებისთვის 4 მილიონი დოზა ვაქცინის გამოყოფას გეგმავს.
თავდაპირველად ბელგია უკრაინას 168 000 დოზას გაუგზავნის, შემდეგ ეტაპზე კი 225 600-ს – საქართველოს, სომხეთსა და კოსოვოს.