LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსული კომპანიის წარმომადგენლები ქართველ ფერმერებს ცოდნის ამაღლებაში დაეხმარებიან

1

ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანიის „ფიტერა“ დირექტორს, მაქსიმ ბუკრეევს შეხვდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორგანული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.

საუბარი შეეხო ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა ორგანული სასუქების წარმოებაგამოყენების საკითხებს და, შედეგად, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების, მოსავლიანობის ხარისხისა და რაოდენობის ზრდის, აგრეთვე, აგროეკოსისტემების შენარჩუნების მნიშვნელობას.

ბელარუსული კომპანიის წარმომადგენლებმა ქართველი ფერმერების ცოდნის ამაღლების მიზნით, მათთვის კონსულტაციების გაწევის და გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრას საქართველოში ბელარუსიის საელჩოს მრჩეველი, გენადი კლუგა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დარგობრივი უწყებებისა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები