LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსში ჯორჯ ორუელის „1984-ის“ გაყიდვა აიკრძალა

41
orwellbelarus1984-mjekk

ბელარუსში ჯორჯ ორუელის ხმაურიანი გამოცემა „1984“ აღარ გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს.

ბრძანებაში ნათქვამია, რომ მაღაზიების თაროებიდან წიგნი არაუგვიანეს 19 მაისისა უნდა ჩამოეღოთ. გამოცემამ დააზუსტა, რომ ამ ბრძანების ზუსტი ასლის გამოქვეყნებისგან თავს იკავებენ, რათა საიდუმლო წყაროს საფრთხე არ შეუქმნან.
არადა ეს ნაწარმოები ბელარუსში ყველაზე გაყიდვადი წიგნების სიაში მეოთხე ადგილს იკავებდა. 2020 წელს ერთ-ერთმა ადგილობრივმა გამომცემელმა ანდრეი იანუშკევიჩმა ორეულის რომანი ხელახლა გამოუშვა, რის გამოც ის დააკავეს. 200-მდე წიგნი კი ამოიღეს.

შეგახსენებთ, რომ ორუელი აღწერს ტოტალიტარულ საზოგადოებას, სადაც ადამიანები ყველანაირ უფლებას არიან მოკლებული, იძულებული არიან დაემორჩილონ მთავრობას და „დიდი ძმის“ კულტს. „ომი – ეს მშვიდობაა“, „თავისუფლება – ეს მონობაა“, ხოლო „დიდი ძმა გიყურებს“ – ეს გამოთქმები უკვე კარგა ხანია აფორიზმებად გადაიქცა.

სსრკ-ს ტერიტორიაზე წიგნი 1987 წლამდე აკრძალული იყო, ბელარუსში კი რომანი 1992 წელს თარგმნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები