პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატზე, სვეტლანა ტიხანოვსკაიაზე, ბელარუსმა ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მას ბრალი ქვეყნის კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი მეთოდებით დამხობის მცდელობის მუხლით აქვს წაყენებული, რაც ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობას.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ტიხანოვსკაიაზე ძებნა რუსეთის ფედერაციაშიც გამოცხადდა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ კონკრეტულად რუსეთში ტიხანოვსკაიას წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის, თუმცა მასზე ძებნა მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთდახმარების შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გამოცხადდა.