მოდელ ჯიჯი ჰადიდის უმცროს დას, 20 წლის ბელა ჰადიდს ყველანაირი შანსი აქვს, პარიზში, Victoria’s Secret-ის შოუს მთავარი ვარსკვლავი გახდეს და ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, კენდის სვეინპოლი და სხვა „ანგელოზები“ დაჩრდილოს.
შოუს მოსამზადებელი პერიოდი უკვე დაიწყო და გოგონები საფრანგეთის დედაქალაქს ესტუმრნენ. მოდელმა ამის შესახებ თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელის საშუალებით შეატყობინა და საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
გოგონა არაჩვეულებრივ ფორმაშია და ამას მისი სექსუალური ფოტოებიც ადასტურებს.